Thursday, June 27, 2013

ფაქტიები რომელიც თქვენ შეიძლება არ იცოდით

1. კოსმოსში პარალელური ხაზები იკვეთებიან.

2. ფენ-შუი თავდაპირველად კუბოს მორთვის ხელოვნება იყო.

3. დაცემინების დროს ორგანიზმის ყველა ფუნქცია ჩერდება, გულიც კი.

4. ერთი მისვლით აზიდვების ყველაზე დიდი რაოდენობა - 46001.

5. გველს შეუძლია 3 წლის განმავლობაში არ დაიძინოს.

6. თმების სიგრძე, რომელიც საშუალოდ ადამიანს ეზრდება ცხოვრების განმავლობაში არის 725 კილომეტრი.

7. ოქრო - იმდენად იშვიათი მეტალია, რომ ერთი საათის განმავლობაში რა რაოდენობის რკინაც მოიპოვება დედამიწაზე, მეტია ვიდრე იმ ოქროს რაოდენობა რაც კი მოუპოვებიათ საერთოდ ისტორიის განმავლობაში.

8. თეთრი ვეშაპის გული ავტომობილ ფოლკსვაგენ "ხოჭოს" ზომისაა.

9. საშუალოდ დღეში დედამიწაზე 100 000 000 სქესობრივი აქტი ხდება. აქედან ჩასახვით მხოლოდ 910 000 მთავრდება.

10. ლიზტომანია - მუსიკის მუდმივად სმენის მოთხოვნილება.

11. ერთი მილიარდი წამი ეს დაახლოებით 37 წელია.

12. ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია.

13. მაიკლ ჯორდანი კოლეჯის მეორე კურსზე საკალათბურთო გუნდში არ აიყვანეს, დაბალი სიმაღლის გამო.

14. მორბენალს შეუძლია გაუსწროს სარბოლო მანქანას 10 მეტრის მანძილზე.

15. კალიბრი არის ერტადერთი ფრინველი რომელსაც შეუძლია წინიდან უკან იფრინოს.

16. ყოველი მეოთხე ამერიკელი არის ნაჩვენები ტელევიზორში.

17. მამაკაცების ნახევარი ხელებს არ იბანს საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ.

18. როდესაც არწივს ერთი ფრთიდან ბუმბული მოწყდება, საჰაერო ბალანსის დაცვისთვის ის მეორე ფრთიდან ბუმბულს თავისით წყვიტავს.

19. იმისთვის, რომ თხილი გატყდეს საკმარისია ის მოვათავსოთ ცხელ წყალში, 48 საათით.

20. ხეოფსის პირამიდის ქვებს შორის შეუძლებელია დანის ჩარჭობა.

21. ფინეთში არსებობს ცოლების ხელში აყვანის და შეჯიბრის ტრადიცია. გამარჯვებული ქმარი თავისი ცოლის წონის ექვივალენტურ ლუდს იგებს.

22. მძღოლებისგან უფრო მეტი ირემი კვდება ვიდრე მონადირეებისგან.

Wednesday, June 26, 2013

რობი უილიამსი

მომღერალი
რობი უილიამსი აცხადებს, რომ საკუთარ შვილს, თუ ის ოდესმე ნარკოტიკების მომხმარებელი გახდება, ნარკოტიკს თავად უყიდის და მასთან ერთად მიიღებს. მომღერალი ამ გადაწყვეტილებას უხარისხო ნარკოტიკისგან შვილის დაცვის სურვილით ხსნის.

"ჩემს შვილს თავად ვუყიდი ნარკოტიკებს, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ საუკეთესოს იღებს", - განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

Tuesday, June 25, 2013

ირაკლი ჩარკვიანი

რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.


Friday, June 21, 2013

ალბერტ ეინშტეინი

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ალბერტ აინშტაინმა ამერიკის პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს წერილი მისწერა:

“სერ, უახლოეს მომავალში, ელემენტი ურანიუმი შესაძლებელია გარდაიქმნას ახალ და მნიშვნელოვან ენერგიის წყაროდ. ამ სიტუაციასთან მიმართებაში წარმოქმნილი საკითხები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და, თუ საჭიროა, სწრაფ მოქმედებასაც კი ადმინისტრაციის მხრიდან. ბოლო ხანებში ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ურანიუმში შეიძლება წარმოიქმნმას ბირთული ჯაჭვური რეაქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალი და განსაკუთრებულად ძლიერი ბომბების კონსტრუირებას.“

ეს გახლავთ წერილის შემოკლებული და შინაარსობრივად საკვანძო მონაკვეთი. საქმე იმაშია, რომ ალბერტ აინშტაინისთვის ნათელი გახდა, რომ მის მიერ შექმნილი ფორმულით (E=mc²) შესაძლებელია ნაცისტებს ბოროტად ესარგებლათ და ატომური ბომბის ასაგებად გამოეყენათ, ეს კი საფრთხეს უქმნიდა შეერთებულ შტატების უსაფრთხოებას. ამ წერილმა საფუძველი დაუდო მოვლენათა განვითარების დიდ ჯაჭვს, რომელმაც შემდგომში ჰიროსიმა-ნაგასაკის განადგურებაც კი გამოიწვია. ალბერტ აინშტაინი საკუთარ მონათხრობებში ამბობს, რომ ამ წერილის დაწერას მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს.

პაბლო პიკასო



''ოთხი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ მესწავლა რაფაელივით ხატვა და მთელი ცხოვრება, - რომ დამეხატა ბავშვივით.''


როდესაც პიკასო დაიბადა ის ეგონათ უკვე გარდაცვლილი. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი იმდენად სუსტი გაჩნდა, რომ ბებიაქალს ის მკვდარი ეგონა. მან ახალშობილი მაგიდაზე დატოვა და გავიდა ახლობლებისთვის ეცნობებინა სამწუხარო ამბავი. იქვე პატარას ბიძა  – Don Salvador ეწეოდა სიგარას და როდესაც მან ახალშობილი დაინახა კვამლი სახეში შეაბოლა, რაზეც პიკასოს რეაქცია იყო ტირილი)

პიკასოს მანქა:
ნაუფრო სწორედ ეს არის პიკასოს სტილის მანქანა. 2007 წელს 44-წლის ინგლისემა მექანიკოსმა Andy Saunders  წელიწადნახევარი იმუშავა თავის ძველ Citroen 2CV, რომ ის გადაეკეთებინა “კუბიზმის”სტილში.  თავის უცნაურ ავტომობილს Andy Saunders-მა “სიტროენ პიკასო” დაარქვა.

Wednesday, June 19, 2013

ბრიუს ლი

ბრიუს ლის შვილი გვიყვება:

"-მე და ბრიუსი ყოველ დილით სამ მილს დავრბოდით და ამას მხოლოდ 20–22 წუთს ვანდომებდით – საშუალოდ 7–8 წუთს მილის გარბენას. (ცნობისათვის: 1968 წლისათვის ლი ექვსნახევარ წუთში ფარავდა 1 მილ მანძილს).

ერთ დილას მან მითხრა, რომ 5 მილი უნდა გაგვერბინა. მე ვუთხარი : 
– "ბრიუს, მე არ შემიძლია 5 მილის შეუსვენებლად გარბენა." – "არაუშავს მჯერა, რომ შეძლებ" – მიპასუხა მან.
– "კარგი, ჯანდაბას წამოგყვები" – დავთანხმდი მე.

როდესაც 3 მილის მანძილი დავფარეთ და მეოთხე მილზე გადავედით, დანებება გადავწყვიტე.
"– დავიღალე, გული საშინლად მიცემს, ბრიუს მეტს ვეღარ ვირბენ" – ვუთხარი მას. "კიდევ რამოდენიმე წუთიც და გულის შეტევა დამემართება და მოვკვდები."

–"კარგი მაშინ მოკვდი" – მიპასუხა მან. ამ სიტყვებმა გამაცოფა და 5 მილის მანძილი ისე დავფარე, რომ არც კი შევჩერებულვარ.

როდესაც დავისვენეთ და შხაპი მივიღეთ, მე ვკითხე მას: "–რატომ მითხარი ის სიტყვები?"

"იმიტომ, რომ ვინც შენსავით ფიქრობს პოტენციური მკვდარია. თუ ყოველთვის ასეთ შეზღუდვებს დაუწესებ შენს თავს, ეს მთელ შენს ცხოვრებას დაასვამს დაღს. ხელს შეგიშლის მუშაობისას, სწავლისას, იმოქმედებს შენს სიმტკიცეზე, შენს მორალზე და მთელს შენს არსებაზე. არ არსებობს ლიმიტები. არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობები. მაგრამ შენ ერთ ადგილას არ უნდა დარჩე, უნდა წახვიდე მათი მიმართულებით და დასძლიო ისინი. და თუ ეს მოკლავს, დაე მოგკლას... ადამიანმა მუდმივად უნდა გაზარდოს თავისი შესაძლებლობები – ადამიანი ყოველთვის უნდა აღწევდეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარს..." – მიპასუხა მან.

Thursday, June 13, 2013

ბერნარდ შოუ

… ერთ-ერთი პიესის პრემიერაზე, ბერნანდ შოუს რეჟისორმა ჰკითხა:
- რა განსხვავებაა კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის?
- ყმაწვილო, ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხედავთ განსხვავებას ამათ შორის, პირადად ჩემთვის კომედიაა, მაყურებლისთვის დრამა, თქვენთვის კი ტრაგედია.

ალ პაჩინო

ალპაჩინო თავის მე-14 დაბადების დღეზე პირველად მოხვდა თეატრში (ჩეხოვის “თოლიას” თამაშობდნენ). შეძრა თეატრმა – მაშინვე განისაზღვრა მომავალი პროფესიის არჩევანიც. მათემატიკა და ბიოლოგია სრულიად უსარგებლო საგნებად ეჩვენებოდა. ჩეხოვი კი დღემდე მის ფავორიტად რჩება, შვილსაც იტალიელისთვის ეგზოტიკური სახელი - ანტონი დაარქვა.

Nate Dogg

Nate Dogg 1969-2011ეს ნეითენიელ დუეინ ჰეილია ცნობილი როგორც Nate Dogg, Snoop Dogg-ის ბიძაშვილი და 90-იანი წლების ერთერთი საუკეთესო რეპერი, მას აბსოლიტურად ყველა რეპერისგან გამოარჩევდით მისი უნიკალური ხმიდან გამომდინარე, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს Nate Dogg-ს არასდროს არ ჰქონია წარმატებული სოლო კარიერა ის ლეგენდარული სხვა რეპერებთან ჩაწერილი დუეტებით გახდა ყველას გეცოდინებათ, "Regulate" რომელიც მან Warren G-სთნან ერთად ჩაწერა ეს სიმღერა ერთერთი საუკეთესოა რაც კი 90-იანებში ჩაწერილა. მას 2Pac-თან რამოდენიმეჯერ აქვს სიმღერა ჩაწერილი, Eminem-თანაც მჭიდროდ თანამშრომლობდა, ძალიან ცნობილია "21 Questions" 50 Cent -თან ჩაწერილი სინგლი. მას უმუშავია ისეთ ცნობილ რეპერებთან როგორებიც არიან: Kokane, Xzibit, Mobb Deep, Ludacris, Raekwon და მრავალი სხვა. 15 მარტს გახდება ზუსთად 2 წლისთავი Nate Dogg-ის გარდაცვალებიდან, ის 2011 წლის 15 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა